2018

ნექსია თიეისა და GDBA-ს ერთობლივი ტრენინგი თემაზე: საგადასახადო კანონმდებლობა და არსებული გამოწვევები დისტრიბუციის სექტორში

13 აპრილს „ნექსია თიეი“-მ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციასთან ერთად ჩაატარა ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: საგადასახადო კანონმდებლობა და არსებული გამოწვევები დისტრიბუციის სექტორში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კომპანიები. 

ტრენინგი ჩატარდა კახეთში, სასტუმრო როიალ ბატონში. ნექსია თიეი აკადემიის ტრენერ-ექსპერტებმა ისაუბრეს მსმენმელებისთვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა საგადასახადო კანონმდებლობა და სექტორის გამოწვევები, ფინანსური აღრიცხვის სტანდარტები სექტორთან მიმართებაში, სფეროსთან დაკავშირებული იურიდიული საკითხები და ასე შემდეგ. შეხვედრა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა მოიცავდა კითხვა-პასუხის რეჟიმსაც. 

დასასრულს დამსწრეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. 

„„ნექსია თიეი აკადემია“ ეს არის ტრენინგ-ცენტრი, რომელიც საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia International-ის ქართული წარმომადგენლობის - Nexia TA-ს ბაზაზე 2016 წელს შეიქმნა, ხოლო 2018 წელს რებრენდინგის შედეგად განახლებული მენეჯმენტითა და ტრენინგების კიდევ უფრო ფართო არჩევანით წარსდგა აუდიტორიის წინაშე. დღევანდელი სემინარიც სწორედ ნექსია თიეი აკადემიის ეგიდით ჩატარდა, ხოლო განსახილველი თემები GDBA-ს წევრი კომპანიების ინტერესების მიხედვით შევარჩიეთ. 

ნექსია თიეი აკადემია ყოველთვის მზად არის ითანამშრომლოს სხვადასხვა ასოციაციებთან, კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან და შესთავაზოს ორგანიზაციებს მათთვის საინტერესო თემების შესახებ ტრენინგები, სემინარები თუ ხანგრძლივი კურსები.“ - აცხადებს ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორი და ნექსია თიეი აკადემიის დირექტორი ბატონი ბორის მეგრელიშვილი. 

გიორგი ავალიშვილი, GDBA-ს წევრი კომპანიის, „გორგიას“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი: „სემინარზე ტრენერების მხრიდან გაჟღერებული და ახსნილი საგადასახადო ცვლილებების ნაწილის კანონმდებლობაში დანერგვა და მათი მოქმედების სფერო სიახლეს წარმოადგენდა სემინარ-ტრენინგზე დამსწრე ბიზნეს სუბიექტების წარმომადგენლებისათვის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩატარებული სემინარ-ტრენინგის მნიშვნელობას. 

ლევან ტაბუცაძე, GDBA-ს წევრი კომპანიის, „ნატახტარი 2005“-ის დირექტორი: „ტრენინგი დისტრიბუტორებისთვის საინტერესო თემების გარშემო იყო ორგანიზებული და მოიცავდა საკითხებს, რომელიც ჩვენი სფეროს კომპანიებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა „ნექსია თიეი“-სა და GDBA-ს საინტერესო შეხვედრისათვის.“

მაღლა