2017

Nexia TA სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო

Nexia TA "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის" მხარდაჭერით სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო. კომპანიის მმართველმა პარტნიორებმა და თანამშრომლებმა სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა აქციაში და 400-400 მილიგრამი სისხლი ჩააბარეს.

“სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური” ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია საქართველოში, რომელიც დონორული სისხლისგან სისხლის კომპონენტების დამზადებას და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგებას უზრუნველყოფს. ყოველდღიურად სისხლზე არსებული მაღალი მოთხოვნა მის მარაგს ბევრად აღემატება, შესაბამისად, სისხლის ბანკები ხშირად აწყდებიან საჭირო ოდენობით სისხლის მარაგის შექმნის პრობლემას.

#გაიღესისხლიუანგაროდ

მაღლა