2017

NEXIA TA 2016 წელს საქართველოში მოქმედი აუდიტორული კომპანიების ტოპ ათეულში შევიდა შემოსავლების მიხედვით

ჟურნალ ფორბსის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად აუდიტორული კომპანია NEXIA TA 2016 წლის შემოსავლების მიხედვით საქართველოში მოქმედი აუდიტორული კომპანიების, რომლებსაც აქვთ საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) შემოწმების უფლება, ტოპ ათეულში შევიდა.

 Nexia International აუდიტორული, საბუღალტრო, საგადასახადო და საკონსულტაციო კომპანიების მსოფლიო რეიტინგში ტოპ ათეულში შემავალი ქსელია, რომელიც 40 წელზე მეტია ოპერირებს 115-ზე მეტ ქვეყანაში და მოიცავს 650-ზე მეტ ოფისს. Nexia TA კი არის Nexia International-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ნექსიას ოფისები განთავსებულია მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილ და მნიშვნელოვან ფინანსურ თუ ეკონომიკურ ცენტრში, რაც მას საშუალებას აძლევს გაუწიოს სრული მომსახურება თავის კლიენტებს, დაწყებული საერთაშორისო ჰოლდინგებიდან და დასრულებული ადგილობრივი კომპანიებით.

NEXIA TA საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ასეთ მოკლე პერიოდში კომპანია საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება, რაც დასტურდება იმ ფაქტით, რომ NEXIA International-ის ქსელში 2016 წლის მონაცემებით რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად დასახელდა. კომპანიის მენეჯმენტი გეგმავს რომ მათი გუნდის თავდაუზაოგავი შრომის და კლიენტების მხრიდან გამოცხადებული ნდობის საფუძველზე NEXIA TA-ს ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წელს კიდევ უფრო მოიმატებს და საქართველოს ბაზარზე მოქმედ აუდიტორულ და საკონსულატაციო ფირმებს შორის წამყვან პოზიციას დაიმკვიდრებს.

იხილეთ რეიტინგი

მაღლა