2017

ნექსია აკადემია გთავაზობთ ტრენინგს შემდეგ თემებზე - „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელი„ და „კოდექსში განხორციელებული ცვლილებები (ავანსების დღგ დაბეგვრის საკითხი)“

ტრენინგის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • სააღრიცხვო სისტემის ახალ რეგულაციაზე მორგებას;
  • ახალი საკანონმდებლო ნორმების სწორ ინტერპრეტაციას;
  • ესტონური მოდელის შედეგად პოზიტიური ცვლილებების სწორად გამოყენებას;
  • პოტენციურად სარისკო საკითხების იდენტიფიცირებას და შესაბამის რეაგირებას;
  • დღგ დასაბეგრი ოპერაციის დროის ზუსტ განსაზღვრას

მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები.

ტრენინგს გაუძღვება მსოფლიო ათეულში შემავალი აუდიტორული კომპანია NEXIA - საქართველოს ოფისის საგადასახადო მიმართულების მენეჯერი, დავით მამრიკიშვილი.

 

ტრენინგის ჩატარების თარიღი - 1-2 თებერვალი  (19:00 საათზე)

დასწრების ღირებულება - 150 ლარი.
ტრენინგის ხანგრძლივობა ჯამურად - 6 საათი.
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია მითითებულ ანგარიშზე:
სს "თიბისი ბანკი", ანგარიშის ნომერი: GE56TB7730436080100008 / GEL
მიმღების დასახელება: შპს "ნექსია თიეი აკადემია".

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: +995 32 224 25 59
ელ-ფოსტა: nexiaacademy@nexia.ge

 

მაღლა