2017

გელა მღებრიშვილი - Nexia TA-ს ახალი მმართველი პარტნიორი!

Nexia TA-მ 2016 წლის წარმატებით დახურვისა და წინა წელთან შედარებით 2-ჯერ ზრდის შემდეგ 2017 წელი მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო - მარტის ბოლოდან კომპანიის პარტნიორებს გელა მღებრიშვილი შემოუერთდა.

გელა მღებრიშვილის 9 წლის განმავლობაში „RSM საქართველო“-ს მმართველი პარტნიორი და საგადასახადო ექსპერტი/აუდიტორი გახლდათ. მანამდე კი იგი წლების განმავლობაში საგადასახადო აუდიტორად მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. ბ-ნი გელა მონაწილეობდა ახალი საგადასახადო კანონმდებლობის შემუშავების პროცესში. ასევე ბ-ნ გელას აქვს სატრენერო საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებსა და აკადემიებში.

„მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია ჩემი კარიერის ასეთ წარმატებულ კომპანიაში გაგრძელება. მე ჩემის მხრივ ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ ჩემი მრავალმხრივი გამოცდილება როგორც საგადასახადო ასევე აუდიტორულ და მმართველობით სფეროში მოვახმარო კომპანიას. ღრმად მწამს, რომ ნექსიას ბრწყინვალე გუნდთან ერთად შევძლებთ დარგის ლიდერად ვიქცეთ“ - განაცხადა ნექსიას ახალმა მმართველმა პარტნიორმა გელა მღებრიშვილმა.

„გელა მღებრიშვილის გადმოსვლით ჩვენი ისედაც წარმატებული და სწრაფად მზარდი კომპანია კიდევ უფრო მეტ შედეგებს მიაღწევს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი საგადასახადო გამოცდილება, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის ისე საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის და ტრანსფერ ფრაისინგის კუთხით, რაც ჩვენს ძლიერ საგადასახადო გუნდს ქვეყნის მაშტაბით მოწინავედ აქცევს. აღნიშნული ზრდით Nexia TA კიდევ უფრო მაღალი შედეგების მიღწევას ელოდება. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული მოქმედების და განვითარების სტრატეგია, რაც საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ მდგრადი განვითარება, რაც ნათლად ჩანს კომპანიის განვლილი პერიოდის მიღწევებიდანაც", - განაცხადა ნექსიას მმართველმა პარტნიორმა დავით ლომიძემ.

„როგორც მოგეხსენებათ 2016 წელს ჩვენს კომპანიაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიც იყო რებრენდინგი, ახალი ოფისის გახსნა, ნექსიიას აკადემიის განვითარება თუ სხვადასხვა მასშტაბური შეხვედრების გამართვა ბიზნეს სექტორთან. მოხარული ვარ, რომ 2017 წელს ჩვენს გუნდს ისეთი მაღალკვალიფიციური საგადასახადო ექსპერტი შემოუერთდა, როგორიც გელა მღებრიშვილია. ეს სიახლე საფუძველს ჩაუყრის Nexia TA-ს კიდევ უფრო დიდ წარმატებას მათ შორის ნექსიას აკადემიის განვითარების კუთხით.

გარდა აღნიშნულისა, 2017 წელს კომპანიამ მოიზიდა სხვა მაღალკვალიფიციური კადრები მომსახურების ყველა მიმართულებით და ნექსიას ქართულ ოფისი უკვე 80 მდე თანამშრომელს და ორ ოფისს აერთიანებს“, - განაცხადა ნექსიას მმართველმა პარტნიორმა ბორის მეგრელიშვილმა.

Nexia TA არის Nexia International-ის ოფიცილაური წარმომადგენელი საქართველოში. Nexia International აუდიტორული, საბუღალტრო, საგადასახადო და საკონსულტაციო კომპანიების მსოფლიო რეიტინგში ტოპ ათეულში შემავალი ქსელია, რომელიც 40 წელზე მეტია ოპერირებს 115-ზე მეტ ქვეყანაში და მოიცავს 650-ზე მეტ ოფისს. ნექსიას ოფისები განთავსებულია მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილ და მნიშვნელოვან ფინანსურ თუ ეკონომიკურ ცენტრში, რაც მას საშუალებას აძლევს გაუწიოს სრული მომსახურება თავის კლიენტებს, დაწყებული საერთაშორისო ჰოლდინგებიდან და დასრულებული ადგილობრივი კომპანიებით.

მაღლა