IEMA-ს სადიპლომო კურსი მდგრადი ბიზნესის წარმოების მიმართულებით

პირველად კავკასიაში! SDSC და Nexia TA Academy წარმოგიდგენთ IEMA-სადიპლომო კურსს მდგრადი ბიზნესის წარმოებაში. IEMA-სადიპლომო კურსს გაუძღვება Make UK, ერთადერთი აკრედიტებული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს IEMA-ს ამ კურსის ჩატარების უფლება. აქამდე IEMA-ს სადიპლომო კურსები მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში Make UK-ს სასწავლო ცენტრებში იყო ხელმისაწვდომი.  2019 წლის შემოდგომიდან კი კურსი ხელმისაწვდომია თბილისში. 

სადიპლომო კურსი განკუთვნილია, მენეჯერებისთვის, მრჩევლებისთვის, კონსულტანტებისთვის, ექსპერტებისთვის და სხვა სპეციალისტებისათვის, რომლებიც დასაქმებული არიან გარემოს დაცვის და მდგრადი განვთარების სფეროში და რომლთაც სურთ შეიძინონ სტრატეგიული ცოდნა და უნარები.

კურსი მოიცავს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხების ფართო სპექტრს, როგორებიცაა გარემოს დაცვითი და სოციალური რისკების იდენტიფიცირება, შედეგების გაუმჯობესებისკენ მიმართული სტრატეგიები და პიროვნული როლი ცვლილების ინიცირების და მართვის კუთხით.

პროგრამა საშუალებას აძლევს მონაწილეებს მიიღონ ცოდნა, რომელიც დაეხმარება მათ IEMA-ს (MIEMA)  სრული წევრობისა და  დიპლომირებული გარემოს დამცველის (CEnv) სტატუსის მისაღებად. კურსი მოიცავს სამ ერთ კვირიან მოდულს (ჯამში 15 დღე ერთი წლის განმავლობაში), ერთი მოდული კვარტალში და დიპლომის მიღება შესაძლებელია ერთი წლის ვადაში. 

პროგრამა გამიზნულია:

საშუალო და მაღალ პოზიციებზე დასაქმებული ლიდერებისათვის, რომლებიც დასაქმებული არიან კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, სამთავრობო სტრუქტურებში გარემოს დაცვის, სოციალური, მარეგულირებელ ორგანოებთან ურერთიერთობის, მდგრადი განვითარების, სოციალური პაუსხმგებლობის, ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის, განათლების კუთხით და აქვთ სათანადო პოზიცია, რომ ინიცირება მოახდინონ და განახორციელონ მდგრადი ბიზნესის გავითარების კუთხით ცვლილებები საკუთარ ორგანიზაციებში. 

კურსს გაუძღვება:

ჯეიმს ვაისი - მდგრადი განვითარების ხელმძღვანელი Make UK-ში.

გრეგ ვარდი - პარტნიორი Global Safety Solutions Partner. 

მიღების კრიტერიუმები

IEMA-ს დიპლომი მდგრადი ბიზნესის წარმოებაში წარმოადგენს მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული პროფესიული დონის კვალიფიკაციას (UK level 7).

წარმატებული კანდიტატები უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს IEMA-ს პირველი დონის წევრობა ან შესაბამისი კვალიფიკაცია (NEBOSH);
  • განათლება გარემოსდაცვით ან მდგრადი განვითარების მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება HSEQ დისციპლინებში (ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, გარემოსდაცვა, ხარისხი) ან მდგრადი განვითარების კუთხით.

წარმატებული კანდიდატი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. პროგრამაზე ჩარიცხვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება კანდიდატთან პირადი გასაუბრების შემდეგ.

შეფასება:

ყველა მოდული შეფასდება დასაქმების ადგილზე მორგებული დავალებით (8-12 კვირა), რაც დელეგატებს საშუალებას მისცემს მოახდინონ სამუშაოს და სწავლის შერწყმა. დავალების შესრულება დამსაქმებელსაც მოუტანს სარგებელს.

 

კურსის დასრულების შემდეგ დელეგატებს შეეძლებათ:

კურსის წარმატებით დასრულების შედეგ დელეგატებს შეეძლებათ მიიღონ მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული IEMA-ს დიპლომი SBP კვალიფიკაციით (DipSBP). დიპლომი მაღალი დონის კვალიფიკაციის მაჩვენებელია პროფესიულ წრეებში.

პროგრამა საშუალებას აძლევს მონაწილეებს მიიღონ ცონდა, რომელიც დაეხმარება მათ IEMA-ს (MIEMA)  სრული წევრობისა და  დიპლომირებული გარემოს დამცველის (CEnv) სტატუსის მისაღებად.

დიპლომი იძლევა დასაქმების შესაძლებლობას მსოფლიო მასშტაბით.

 

IEMA

IEMA უდიდესი პროფესიული ორგანიზაციაა გარემოს დაცვითი პრაქტიკოსებისათვის გაერთიანებულ სამეფოსა და მსოფლიოში. ორგანიზაციას ყავს 15,000 წევრი.

წევრებს ეძლევათ ახალი ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებებზე გარემოს დაცვით კანონმდებლობაში. ჯგუფი ატარებს 100-ზე მეტ რეგიონულ ღონისძიებას გარემოს დაცვით საკითხებზე, რათა მოხდეს საუკეთესო მიდგომების გაზირება. ასევე გამოიცემა ჟურნალი The Environmentalist 12-ჯერ წელიწადში, სამუშაო წიგნები პრაქტიკოსებისათვის კონკრეტულ გარემოს დაცვით თემებზე და ხდება ეროვნული კონფერენციების ორგანიზება ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით აზრების გასაცვლელად.

IEMA-ს წევრობა ადასტურებს, რომ კანდიდატს აქვს უმაღლესი პროფესიული  ცოდნა, კომპეტენცია და უნარები. ინფორმაცია გარემოს დაცვითი სამუშაო ადგილების შესახებ  ქვეყნდება IEMA-ს ვებ გვერდზე - www. Iema.net

 

Make UK 

Make UK, რომელიც ადრე EEF-ის (ინჟინერ დამსაქმებელთა ასოციაცია) სახელით იყო ცნობილი, დაარსდა 1896 წელს და 1918 წელს ეროვნულ დამსაქმებელთა ასოციაციას შეუერთდა. მისი საწყისი მიზანი იყო „კოლექტიური ქმედება ინდივიდუალური ფირმებისა და ადგილობრივი ასოციაციების დასაცავად, „მართვის უფლების“ შენარჩუნება და მიღებული პროცედურების მეშვეობით ინდუსტრიული წესრიგის შენარჩუნება წარმოების პროცესში“.   

როგორც გაერთიანებული სამეფოს წარმოების ლიდერები, მათ გააჩნიათ დიდი გავლენა და რეპუტაცია ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე წარმოდგენილ დიდი და პატარა  კომპანიებისთვის საწარმოო და საინჟინრო სექტორში. ისინი ქმნიან წარმოების ზრდისა და წარმატებისათვის ყველაზე ხელშემწყობ გარემოს და წარმოადგენენ მათი წევრებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს. ორგანიზაციის მიზანია გაერთიანებული სამეფოს წარმოება მუდმივად იყოს მთარობის და მედიის ყურადღების ქვეშ.

 

იხილეთ ხშირად დასმული კითხვები.

მაღლა