ინგლისურენოვანი მთავარი ბუღალტერი

კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას NEXIA International-ს საქართველოში. აუდიტორული კომპანია შპს "ნექსია თიეი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე კონტრაგენტი კომპანიისთვის. 

განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი

პოზიციის დანიშნულება:
• კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია
• ფინანსური აღრიცხვის კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

ფუნქციები:

1. კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია:
2. ფინანსური აღრიცხვის კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა: 

• ხელფასების, ბონუსების და სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება
• მივლინების ხარჯების დარიცხვის კონტროლი
• სესხების ხელშეკრულებების განხილვა და შემდგომი დარიცხვების კონტროლი
• სხვა ნებისმიერი ხარჯის დარიცხვის დროს, ამ ხარჯის კომპანიის ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკის მიხედვით შესაბამის ანგარიშზე მიკუთვნების კონტროლი
• კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით
• მასალების მოძრაობის კონტროლი
• ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი 

პასუხისმგებლობა:

• კომპანიის აღრიცხვის საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
• დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

• განათლება: სასურველია ACCA და საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი
• აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე 
• აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
• Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა, Word-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა 

უნარები:


• კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
• გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა
• ურთიერთობების დამყარება და კონტაქტების მართვა
• დაგეგმვა და ორგანიზება 
• ადაპტაცია და ცვლილებებზე რეაგირება
• ინფორმაციის წარდგენა და გადაცემა 
• ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა
• გუნდური მუშაობა. 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ინგლისურენოვანი მთავარი ბუღალტერი“. წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

მაღლა