წარმოების მთავარი ბუღალტერი

კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას NEXIA International-ს საქართველოში.

აუდიტორული კომპანია შპს "ნექსია თიეი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე კონტრაგენტი კომპანიისთვის.

 

განაკვეთი: სრული პოზიციის დანიშნულება:

  • კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია
  • ფინანსური აღრიცხვის კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

ფუნქციები:

  1. კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია:
  • კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება.
  • ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება.
  • ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაცის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა
  • წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა
  • საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა
  1. ფინანსური აღრიცხვის კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა:
  • ხელფასების, ბონუსების და სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება
  • მივლინების ხარჯების დარიცხვის კონტროლი
  • სესხების ხელშეკრულებების განხილვა და შემდგომი დარიცხვების კონტროლი
  • სხვა ნებისმიერი ხარჯის დარიცხვის დროს, ამ ხარჯის კომპანიის ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკის მიხედვით შესაბამის ანგარიშზე მიკუთვნების კონტროლი
  • კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით
  • მასალების მოძრაობის კონტროლი
  • ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი
  • კომპანიის აღრიცხვის საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა
  • განათლება: სასურველია ACCA და საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება წარმოების სფეროში მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე 
  • აუცილებელია გამოცდილება 1C პროგრამაში

 

პასუხისმგებლობა:

  • კომპანიის აღრიცხვის საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა

 

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

აუცილებელია: საგასახადო კანონმდებლობის ცოდნა, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა

ტექნიკური უნარები:

  • სასურველი ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა უნარები:
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
  • გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა
  • ურთიერთობების დამყარება და კონტაქტების მართვა
  • დაგეგმვა და ორგანიზება
  • ადაპტაცია და ცვლილებებზე რეაგირება
  • ინფორმაციის წარდგენა და გადაცემა
  • ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა
  • გუნდური მუშაობა

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ ვაკანსიისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

მაღლა