მთავარი ბუღალტერი

კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას NEXIA International-ს საქართველოში.

აუდიტორული კომპანია შპს "ნექსია თიეი" კონტრაგენტი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

 

განაკვეთი: სრული

პოზიციის დანიშნულება:

· კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია

· ფინანსური აღრიცხვის კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

ფუნქციები:

კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია:

· კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება.

· ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება.

· ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაცის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა

· წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა

· საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა

ფინანსური აღრიცხვის კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა:

· ხელფასების, ბონუსების და სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება

· მივლინების ხარჯების დარიცხვის კონტროლი

· სესხების ხელშეკრულებების განხილვა და შემდგომი დარიცხვების კონტროლი

· სხვა ნებისმიერი ხარჯის დარიცხვის დროს, ამ ხარჯის კომპანიის ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკის მიხედვით შესაბამის ანგარიშზე მიკუთვნების კონტროლი

· კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით

· მასალების მოძრაობის კონტროლი

· ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი

პასუხისმგებლობა:

· კომპანიის აღრიცხვის საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

· დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა

 

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

· განათლება: სასურველია ACCA და საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი

· მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე წარმოების სფეროში

· აუცილებელია 1C პროგრამაში სამუშაო გამოცდილება

პროფესიული უნარები:

· აუცილებელად საგასახადო კანონმდებლობის ცოდნა, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.

· სასურველია ლიცენზია ზოგად აუდიტში ან პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატი

ტექნიკური უნარები:

· ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე

· Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა, Word-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა

უნარები:

· კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება

· გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა

· ურთიერთობების დამყარება და კონტაქტების მართვა

· დაგეგმვა და ორგანიზება

· ადაპტაცია და ცვლილებებზე რეაგირება

· ინფორმაციის წარდგენა და გადაცემა

· ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა

· გუნდური მუშაობა

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge.

წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი - წარმოება", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

მაღლა