კარიერა

ნექსია თიეი "Nexia International"-ის ქსელის წევრი კომპანიაა. 
 
Nexia International ესაა წამყვანი, გლობალური ქსელი და აერთიანებს დამოუკიდებელ კომპანიებს, რომლებიც ინდუსტრიებს საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობენ;
 
2017 წელს კომპანია ქსელის წევრ 650 ოფისს შორის დასახელდა საუკეთესო, წლის კომპანიად, ხოლო 2018 წელს Nexia International-მა ნექსია თიეი IAB-ის პრესტიჟულ კონკურზე წარადგინა ნომინაციაში: Accounting Capacity Building Champion, სრაც გულისხმობდა შეეფასებინათ კომპანია მის მიერ ბუღალტერიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის მიხედვით. 
 
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული აუდიტორული კომპანია მსგავს პრესტიჟულ კონკურსზე წარსდგა, ფინალში გავიდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გაიმარჯვა კიდეც.
 
გაეცანით ნექსია თიეი-ს აქტიურ ვაკანსიებს და შესაბამისი კვალიფიკაციის შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე ვაკანსიის მითითებით: hr@nexia.ge.
 
 

შერჩევის ეტაპები:

  • ტესტირება(პროფესიული/უნარები)
  • გასაუბრება HR-თან და მიმართულების მენეჯერებთან

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი ბენეფიტები:

  • ინტენსიური პროფესიული ტრენინგები, ტარდება Nexia TA Academy ბაზაზე (ბუღალტერია, საგადასახადო IFRS, Excel და სხვა)
  • მიმართულების მენეჯერების მხარდაჭერა და  რისკების გადაზღვევა საქმიანობის პროცესში.
  • შეფასების და განვითარების სისტემა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს წარმატებული საქმიანობის შემთხვევაში ანაზღაურების ცვლილება, დაწინაურების და როტაციის შესაძლებლობა,  ფინანსური წახალისება/ბონუსები
  • კორპორატიული კულტურა და ღირებულებები (საინტერესო და სახალისო აქტივობები, რომელიც ყოველთვიურად იმართება)

    Nexia TA-ს მთავარი ღირებულება თანამშრომლებზე და მათ მოტივაციაზე ზრუნვაა. ამას ადასტურებს როგორც თანამშრომლების ლოიალური დამოკიდებულება, ასევე მათი კარიერული და პროფესიული განვითარება.

   მოხარული ვიქნებით გიხილოთ ჩვენს გუნდში!

ნექსია თიეი - უფრო ახლოს თქვენთან! 

 

მაღლა