ჩვენს შესახებ

Nexia International არის დამოუკიდებელი ქსელი, რომელიც ინდუსტრიებს საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს; ამ მიმართულებით, ის მსოფლიოს საუკეთესო კომპანიების 10-ეულშია. ორგანიზაცია 1971 წელს ამერიკაში დაარსდა; ამჯერად Nexia-ს ქსელი 110-ზე მეტ ქვეყანაში 650-ზე მეტ ოფისს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი წარმატების საიდუმლო მარტივია: ის ქსელის წევრი ქვეყნების სიძლიერეში, მათ მრავალწლიან გამოცდილებასა და ექსკლუზიურ მიდგომებში მდგომარეობს. თითოეული წევრის არსებობა თავისთავად უმაღლეს სტანდარტებს და ხარისხის კონტროლის რეგულარულ მეთოდებს გულისხმობს, ეს ყველაფერი კი გვაერთიანებს და ქმნის Nexia International-ს.

Nexia International-ის ნებისმიერი წევრი მომხმარებელს შემდეგ ასპექტებს სთავაზობს:

  1. 1. გლობალურ რესურსებზე დაფუძნებული პროფესიული გამოცდილება  საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებისთვის
  2. 2. ლოკალური რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა
  3. 3. მომსახურების მაღალი სერვისი, რომელიც დაფუძნებულია ძლიერ, ხანგრძლივ, პროფესიულ ურთიერთობებზე

საქართველო, Nexia TA-ს სახით, Nexia International-ის წევრ ქვეყნებს 2014 წლის მაისში შეუერთდა და ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მიენიჭა.

 

მაღლა