1C ERP კონფიგურაციის სპეციალისტი

Nexia TA-ს შვილობილი კომპანია Nexia TA Solutions აცხადებს ვაკანსიას 1C ERP კონფიგურაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები, ანუ ჩვენ შეგასწავლით:

         · კომპანიაში 1C და სხვა ბიზნეს გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;

         · დამკვეთი კომპანიის საჭიროებების შესწავლა და გაანალიზება;

         · კონსულტაციების გაწევა დამკვეთის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიზნით;

          · დამკვეთის თანამშრომლების მხარდაჭერა პროგრამის ათვისებაში - პროგრამის შემსწავლელი ტრენინგ-კურსების ჩატარება;

          · დამკვეთის ტექნიკური მხარდაჭერა.

 პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

         · უმაღლესი განათლება - ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);

         · კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები;

         · ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად;

         · ERP გადაწყვეტილებების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობად;

          · აუცილებელია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

         · მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

         · სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

         · დეტალებზე ორიენტირებულობა;

         · დროის ეფექტურად მართვის უნარი;

         · გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

          · ადგიმლდებარეობა - ქ.თბილისი, მერაბ ალექსიძის 12, ბიზნეს ცენტრი „King David”

          · სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი - 10:00 – 19:00, ორშაბათი-პარასკევი.

         · ანაზღაურება - ფიქსირებული, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@nexia.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ: 1C ERP Solutions კონფიგურაციის სპეციალისტი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

მაღლა