არარეზიდენტი პირების დაბეგვრის რეჟიმები

ტრენინგი შემუშავებულია საფინანსო-საბუღალტრო სფეროში დასაქმებული პირებისთვის - ბუღალტრები, ფინანსური მენეჯერები, საგადასახადოს სპეციალისტები, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია  არარეზიდენტი პირების მომსახურებასთან.

თეორიულ სწავლებასთან ერთად, ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ მაგალითებსა და ამოცანებს, რაც მსმენელებს არარეზიდენტი პირების დაბეგვრის საკითხების  უკეთ გააზრებასა და აღქმაში დაეხმარება.

შეხვედრების დროს განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • საქართველოს წყაროდან მიღებული შემოსავლები;
  • არარეზიდენტის შემოსავლების დაბეგვრა - კერძოდ, მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან, პროცენტი, დივიდენდი, როიალტი და სხვა;
  • რეზიდენტობის ცნობის სწორად გამოყენება და შესაბამისი ანგარიშგება;
  • არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების უკუდაბეგვრით დაბეგვრა, მომსახურების გაწევის ადგილის განსაზღვრა;
  • ავანსად გადახდილი მომსახურების თანხების დღგ-ით დაბეგვრა;
  • შემთხვევები, როდესაც არარეზიდენტებთან დაკავშირებული ოპერაციები იბეგრება მოგების გადასახადით;
  • რელევანტური სიტუაციური სახელმძღვანელოების გარჩევა;
  • საგადასახადო პრაქტიკაში არსებული მნიშვნელოვანი ქეისების ანალიზი;

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები თემასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ და მიიღონ კომპეტენტური პასუხები და რეკომენდაციები დარგის წამყვანი ექსპერტისაგან.

ტრენინგის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი!

*ორგანიზაციიდან ორი ან მეტი პირის დარეგისტრირების შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება 

დამატებითი ინფორმაცია

შეხვედრების რაოდენობა: 3;

თარიღი: 14 - 22 მაისი;

ტრენინგის ჩატარების ადგილი: ყაზბეგის გამზ. N14, თბილისი;

ღირებულება: 250 ლარი;

ტრენინგების მსვლელობისას გათვალისწინებულია ყავით შესვენება;

 

საკონტაქტო პირი;

 

ომარ ტერტერაშვილი

ტელ: 598 751 771

ელ-ფოსტა: omar.terterashvili@nexia.ge

 ვებ-გვერდი: www.nexia.ge

 

 

მაღლა