2019

The employment rate for the internship program in Nexia TA exceeds 95%

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია Nexia TA-მ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ALMA MATER მოწვევით მონაწილეობა მიიღო დასაქმების ფორუმში.

ფორუმის მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურდამთავრებულებისათვის კომპანიის გაცნობა და არსებული ვაკანსიებისა და იმ მნიშვნელოვანი ბენეფიტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც Nexia TA სთავაზობს სამუშაოს მაძიებლებს.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ფორუმზე Nexia TA-ს წარმოადგენდნენ ის სტუდენტები, რომლებიც დღეის მდგომარეობით საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში გადიან სტაჟირებას და იღებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით Nexia TA-ს ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელს მაკა კუკავას, მადლიერების სერტიფიკატი გადაეცა უნივერსიტეტის სტუდენტთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის შეტანილი წვლილისათის.

ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი მაკა კუკავა: „ნებისმიერ საზოგადოებაში დამსაქმებლებს დიდი ეკონომიკური და სოციალური გავლენა აქვთ საზოგადოებაზე. თავის მხრივ დამსაქმებლები კი მუდმივად ახორციელებენ ორგანიზაციის სამუშაო ძალით დაკომპლექტებას სტრატეგიული მიზნებისა და ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად. ჩვენი სლოგანია Closer to you - უფრო ახლოს თქვენთან და ვრცელდება არამარტო კლიენტებზე, არამედ ჩვენს უმთავრეს საზრუნავზე - „ნექსიას“ თანამშრომლებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც ჩვენ ვთავაზობთ თანამშრომლებს არის ღირსეული დასაქმება, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა. Nexia TA-ში წარმატებით ხორციელდება სტაჟირების სისტემაც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის, რომელთა დასაქმების მაჩვენებელიც 95% პროცენტს აჭარბებს“.

Back to top