2018

Nexia TA - one and only audit company from Georgia who was awarded by IAB!

Nexia TA – ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა!

მსოფლიოში ნომერ #1 საბუღალტრო გამოცემა - საერთაშორისო საბუღალტრო ბიულეტინი (IAB – International Accounting Bulletin) ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო აუდიტორულ ქსელებსა და კომპანიებს ავლენს. ნომინაციები განსხვავდება მიმართულებებით და გამარჯვებულებს მათი ყველაზე ძლიერი მხარეების გათვალისწინებით ირჩევენ. ღონისძიება ტრადიციულად ოქტომბრის თვეში, ლონდონში იმართება.

2018 წელს Nexia International-მა ნექსია თიეი IAB-ის პრესტიჟულ კონკურზე წარადგინა ნომინაციაში: Accounting Capacity Building Champion, რაც გულისხმობდა შეეფასებინათ კომპანია მის მიერ ბუღალტერიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის მიხედვით. დაჯილდოებაზე მონაწილეობას ასევე მსოფლიო ათეულის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა.  აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართული აუდიტორული კომპანია მსგავსს პრესტიჟულ კონკურსზე წარსდგა, ფინალში გავიდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გაიმარჯვა კიდეც!

ნექსია თიეის მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი: "ძალიან გვიხარია კონკურსში გამარჯვება, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული კომპანია მსგავსი ტიპის პრესტიჟულ დაჯილდოებაზე იმარჯვებს. თუმცა ამასთანავე გვინდა ავღნიშოთ, რომ გარკვეული მოლოდინი გვქონდა კიდეც,  რადგან ბუღალტერია ნექსია თიეი-სთვის მეტად მნიშვნელოვანი და ძლიერი მხარეა, რომლის განვითარებისთვისაც განუწყვეტლივ ვმუშაობთ როგორც კომპანიაში ასევე ქვეყნის მასშტაბით.

ნექსია თიეის მმართველი პარტნიორი დავით ლომიძე: საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი გამარჯვება საქართველოს წარმოჩინებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიო დონის ეს აღიარება კიდევ ერთი დასტურია, რომ ნექსია თიეი საუკეთესო სერვისებს სთავაზობს თავის კლიენტებს.

მსგავსი ჯილდო ჩვენთვის სტიმულია, რომ კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ საქართველოში ბუღალტერიისა და აუდიტის სფეროს განვითარებაში, და ჩვენს კლიენტებს დავეხმაროთ გახადონ მათი ბიზნესები კიდევ უფრო წარმატებული, როგორც ადგილობრივ , ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

ნექსია თიეის მმართველი პარტნიორი ბორის მეგრელიშვილი: დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ ნექსიას გუნდს გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის, ხოლო კლიენტებს ნდობისა და ერთგულებისთვის. ასევე გვინდა განსაკუთრებულად ავღნიშნოთ ნექსიას ქსელის სათაო ოფისი, რომელთა მხარდაჭერაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მოხარულები ვართ, რომ Nexia International-ი ერთადერთი ქსელი გახდა მსოფლიოში, რომლის წარმომადგენელმა ორმა ოფისმაც (საქართველო და ტანზანია) IAB-ის 2018 წლის დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა, ეს კი ხაზს უსვამს ნექსიას ქსელის სიძლიერეს მსოფლიოს ასპარეზზე.“

„მიღებული ჯილდო ნექსია თიეის მიერ განვლილ მოკლე პერიოდში მიღწეული წარმატების საერთაშორისო აღიარება და ერთგვარი დასტურია, რომ კომპანია სწორი მიმართულებით იზრდება და ვითარდება.“ აცხადებენ Nexia TA-ს მმართველი პარტნიორები.

Nexia TA-ს შესახებ ინფორმაცია და კომპანიის საერთაშორისო სხვა მიღწევები იხილეთ აქ.

 

Back to top